ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის II კატეგორიის ინჟინერი

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის II კატეგორიის ინჟინერი

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
  • ბოლო ვადა 02 მაისი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის II კატეგორიის ინჟინრის პოზიციაზე. მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2024 წლის 02 მაისის ჩათვლით. თემის ველში („Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური- II კატეგორიის ინჟინერი “. გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

სამუშაო აღწერილობა

• კომპიუტერული ტექნიკის (windows, Linux) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა

• ფიზიკური ქსელის უზრუნველყოფასთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან დაკავშირებული სამუშაოები 

• თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული IT პრობლემების აღმოფხვრა

• ქსელურ მოწყობილობებთან (Firewall, AP, Switches) მუშაობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• ოპერაციული სისტემების და კომპიუტერული ქსელების ცოდნა

• მინიმუმ 2 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება  პროფილის მიხედვით

• უმაღლესი ტექნიკური განათლება

• სახელმწიფო ენა – გამართულად

• ინგლისური: ტექნიკური საბაზო დონეზე

 

პიროვნული მოთხოვნები:

• დისციპლინირებული, კომუნიკაბელური, გუნდური მუშაობის უნარი