კომუნიკაციების სამსახურში II კატეგორიის ტექნიკოსი

კომუნიკაციების სამსახურში II კატეგორიის ტექნიკოსი

  • მდებარეობა თბილისი, ქუთაისი
  • განყოფილება კომუნიკაციების სამსახური
  • ბოლო ვადა 26 თებერვალი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სამსახურში II კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე. ქუთაისი - 1 ვაკანსია თბილისი - 3 ვაკანსია

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;

** ოპერატიული კონტროლი;

** რეზერვირების უზრუნველყოფა;

** ტექნიკური მომსახურების ჩატარება;

** გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "კომუნიკაციების სამსახური - II კატეგორიის ტექნიკოსი".

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქართველოს მოქალაქეობა;

** უმაღლესი განათლება;

** ქართული ენის ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე;

** საკომუნიკაციო სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი