არქიტექტორი სამშენებლო პროექტების მართვის სამსახურში

არქიტექტორი სამშენებლო პროექტების მართვის სამსახურში

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება სამშენებლო პროექტების მართვის სამსახური
  • ბოლო ვადა 20 თებერვალი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს სამშენებლო პროექტების მართვის სამსახურში არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა

  • სამშენებლო-სარემონტო პროექტებზე მუშაობა;
  • არქიტექტურული მუშა ნახაზების და რენდერების მომზადება;
  • შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა;

 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების  საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge  2025 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. 

თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ სამშენებლო პროექტების მართვის სამსახური - არქიტექტორი“. 

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • უმაღლესი განათლება (არქიტექტურული განხრით, მაგისტრის წოდებით);
  • ქართული ენის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე (საურთიერთობო დონეზე);
  • შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad, Photoshop და სხვა);
  • მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება პროფილის მიხედვით