I კატეგორიის ტექნიკოსი
- მდებარეობა წნორი
- განყოფილება რადიონავიგაციის სამსახური
- ბოლო ვადა 21 მარტი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს რადიონავიგაციის სამსახურში I კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე: წნორი - 1 ვაკანსია
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
• საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, ოპერატიულ ცვლაში მუშაობა;
• რადიონავიგაციის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;
• საჭირო ქმედებების განხორციელება რადიონავიგაციის სამსახურის მიერ შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით;
• არსებული ინსტრუქციების და პროცედურების დროული და ხარისხიანი შესრულება;
• უშუალო უფროსს ოპერატიულად მოახსენოს გამოვლენილი გაუმართაობის, დეფექტის, ხარვეზის, დაზიანებების შესახებ;
• გაუფრთხილდეს და დაიცვას საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
• მონაწილეობა მიიღოს ტექნიკური და სხვა დამხმარე საშუალებების სამონტაჟო, სარემონტო და გაწყობით სამუშაოებში;
• დადგენილი დოკუმენტაციის წარმოება.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 21 მარტის ჩათვლით.
თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ რადიონავიგაციის სამსახური - I კატეგორიის ტექნიკოსი“ გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• საქართველოს მოქალაქეობა;
• საშუალო განათლება;
• სამუშაო გამოცდილება - ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
• ქართული ენის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული მოთხოვნები:
• ტექნიკური აზროვნების უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• კომუნიკაბელურობა
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.