ახალი ამბები

EUROCONTROL – ის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” მოწვევით, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციის EUROCONTROL – ისექსპერტები იმყოფებიან.

ევროკონტროლის სააერნაოსნო მომსახურების ეფექტიანობის შემფასებელი ერთეულის (Eurocontrol Performance Review Unit - PRU) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საქაერონავიგაციას წარედგინა საჰაერო მოძრაობის მართვაზე გაწეული დანახარჯების ეფექტიანობის ანგარიში, რომელიც მოიცავს ევროკონტროლის წევრ ყველა ქვეყანას და დაფუძნებულია ობიექტურ კვლევებზე, მონაცემთა ანალიზსა და კონსულტაციებზე ევროპის საჰაერო ნავიგაციის სერვისის მიმწოდებლებთან.

საჰაერო მოძრაობის მართვაზე გაწეული დანახარჯების ეფექტიანობის ანგარიში წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას იმისათვის, რომ საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებმა დეტალურად გააანალიზონ წლიური დანახარჯების ეფექტიანობა და დასახონ მომავალი გაუმჯობესების გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკონტროლის სააერნაოსნო მომსახურების შემფასებელი ერთეულმა საქაერონავიგაციას წარუდგინა ახალი ონლაინ პლატფორმა. აღნიშნული ვებ-გვერდი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, გაეცნონ საჰაერო მოძრაობის მართვაზე გაწეული დანახარჯების ეფექტიანობის ძირითად ინდიკატორებს და მათ ანალიზს. ინტერაქტიული ვებ-გვერდის საშუალებით, საჰაერო ნავიგაციის სერვისის მიმწოდებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გააკეთონ მათთვის სასურველი, სპეციფიკური ანალიზი და პრეზენტაციები.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს საჰაერო მოძრაობის მართვის რაიონული ცენტრი და საოპერაციო დარბაზი. PRU - ს წარმომადგენლებმა ქართული მხარისგან მოისმინეს ინფორმაცია ფრენების უსაფრთხოების და სააერნასოსნო მომსახურების გაუმჯობესების კუთხით გაწეულ სამუშაოებზე. ამასთან, სტუმრები დეტალურად გაეცვნენ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც საქაერონავიგაცია ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მართვის არსებული სისტემების განახლების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით.