საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ავიაციის ისტორია

თანამედროვე ავიაციის ისტორიის დასაწყისი

თანამედროვე ავიაციის ისტორიის დასაწყისი

მარიამ მელქაძე
1

მსოფლიოში პირველი, ადამიანის მიერ მართული, ძრავიანი და სტაბილური ჰაერზე მძიმე აპარატის ფრენა 1903 წლის 17 დეკემბერს განხორციელდა. აეროპლანი, რომლითაც პირველი ფრენა შესრულდა ორვილ და უილბურ რაიტებმა შექმნეს. პირველი მფრინავიც ორვილ რაიტი იყო. მან 120 ფუტ სიმაღლეზე 12 წამი იფრინა. სწორედ ამ დღემ განაპირობა თანამედროვე ავიაციის დაბადება.

ამ ისტორიულ დღეს რაიტებმა კიდევ სამი ფრენა შეასრულეს. უილბურ რაიტმა დღის ბოლოს 852 ფუტზე 59 წამის განმავლობაში იფრინა.

მომდევნო წლებში რაიტებმა განავითარეს აეროპლანი. მათ გამოიგონეს სამღერძა კონტროლის სისტემა, რაც მფრინავს ეფექტური ფრენისა და წონასწორობის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა.