საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელექტრო მომსახურება

საქაერონავიგაციის სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ელექტრო სამსახურს, რომელიც ახორციელებს მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტრო მოწყობილობებით, აგრეთვე ელექტრო გადამცემი საკაბელო/საჰაერო ხაზების საშუალებით მიღებული ელექტროენერგიის განაწილებას საქაერონავიგაციის სხვადასხვა ობიექტებზე.

ელექტრო სამსახურის მაღალკვალიფიციური პერსონალი მორიგეობს 24 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით და უზრუნველყოფენ საქაერონავიგაციის ობიექტებს ელექტრომომარაგებით. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს ობიექტებისთვის აუცილებელია ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება, ელექტრო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - თანამედროვე ელექტრომომარაგების სისტემების, მოდერნიზებული ელექტრო აღჭურვილობის დანერგვა და აღნიშნული სისტემების ეფექტური ექსპლუატაცია და მართვა.