საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კომპანიის პროფილი

მისია

 

საქაერონავიგაციის მისიაა, საქართველოს საჰაერო სივრცის (FIR) მომხმარებლებს გაუწიოს უსაფრთხო, ეფექტიაინი და ეფექტური სააერნაოსნო მომსახურება ქვეყნის კანონმდებლობის და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების სტანდარტების შესაბამისად. საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში მინიმუმამდე დაიყვანოს საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორები და ხელი შეუწყოს ფრენების მავნე ზემოქმედების შემცირებას გარემოზე.

 

ხედვა

 

საქაერონავიგაცია საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის სტაბილური და სანდო ნაწილია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის თანმიმდევრულ და მდგრად განვითარებას. კომპანიის მიზანია, ახალი ტექნოლოგიების, ეფექტური საოპერაციო პროცედურების დანერგვით და კადრების პროფესიონალიზმის მუდმივი ზრდით, გახდეს საავიაციო სფეროს ინოვატორი, შეინარჩუნოს და გაზარდოს კონკურენტუნარიანობა კავკასიის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

 

სერვისები

 

საქაერონავიგაცია ახორციელებს შემდეგ მომსახურებებს:

• საჰაერო ხომალდების მართვა საქართველოს საჰაერო სივრცეში

• საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება(FIS/AFIS)

• სააერნაოსნო ინფორმაციული მომსახურება (AIS)

• საავარიო შეტყობინების უზრუნველყოფა

• საჰაერო სივრცის ორგანიზება

• კავშირგაბმულობის მომსახურება

• სანავიგაციო მომსახურება

• რადიოსალოკაციო მომსახურება

• მეტეოროლოგიური მომსახურება

• ფრენების შუქ-ტექნიკური მომსახურება

• ძებნა-შველის კოორდინაცია (ARCC)

 

გეოგრაფიული არეალი (FIR)

 

 შპს საქაერონავიგაციის მიერ კონტროლირებადი საფრენოსნო საინფორმაციო არეალი 89 300 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და მოიცავს:

• ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიას;

• სახელმწიფო ტერიტორიულ წყლებს;

• შავი ზღვის აკვატორიაში არსებულ „ნეიტრალური წყლების“ ნაწილს.