საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კომუნიკაცია

საჰაერო მოძრაობის მართვა რადიოკავშირის გარეშე წარმოუდგენელია. საქაერონავიგაცია უზნუნველყოფს მაღალხარისხიან, უწყვეტ და საიმედო საავიაციო კავშირებს, „მიწა-ჰაერი“ და „მიწა-მიწა“ ტიპის რადიო სისტემების, სააერნაოსნო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის, სატელიტური, ადგილობრივი და საერთაშორისო მიწისზედა სატელეკომუნიკაციო სისტემების საშუალებთ. მისი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, კომპანია მუდმივად ზრუნავს სისტემის სრულყოფასა და საიმედოობაზე, ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რის შედეგადაც საქაერონავიგაციას გააჩნია მოქნილი, მრავალფუნქციური, ეკონომიური, სტაციონარული და პორტატული რადიოსადგურები.