საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რადიოლოკაცია

სარადიოლოკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად Tbilisi FIR-ის ფარგლებში მარშრუტებზე, მისადგომის და სააეროდრომო ზონებში ძირითადად გამოიყენება მონო იმპულსური მეორადი რადიოლოკატორები (MSSR), რომლებიც აღჭურვილია Mode S (Elementary and Enhanced) რეჟიმებით. აღნიშნული რადიოლოკატორები უზრუნველყოფენ საქართველოს საჰაერო სივრცის ორმაგ გადაფარვას. აგრეთვე სააეროდრომო ზონებში გამოიყენება პირველადი რადიოლოკატორი (PSR).

სარადიოლოკაციო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილია ერთობლივად დამონტაჟებული ერთი PSR/MSSR და სამი MSSR სადგურებით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს მთელ საქართველოს საჰაერო სივრცეში უზრუნველყოს უსაფრთხო ფრენები საიმედო და ზუსტი რადიოლოკაციური ინფორმაციის გამოყენებით.

სარადიოლოკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, როგორიც არის დამოკიდებული (ADS-B) და მულტილატერალური (WAM/MLAT) დაკვირვების სისტემები. რადიოლოკაციური ქსელის გაფართოების მიზნით, შპს „საქაერონავიგაციამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით, დაამონტაჟა შვიდი ADS-B სადგური. აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფრენების უსაფრთხოების დონეს და მიზანშეწონილია საქართველოს ტერიტორიის რთული რელიეფის და რეგიონული განვითარების გათვალისწინებით. საჰაერო მოძრაობის მართვა/კონტროლი ხდება უფრო ეფექტურად და უსაფრთხოდ.

სარადიოლოკაციო ტექნიკური საშუალებები და მომსახურება სრულ შესაბამისობაშია ICAO-ს და Eurocontrol-ის მოთხოვნებთან.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიამ, საერთაშორისო ორგანიზაცია EUROCONTROL-თან მჭიდრო თანამშრომლობით, დაადგინა რადიოლოკაციური უზრუნველყოფის მისაღები დონის მაჩვენებელი და შეიმუშავა მისი მონიტორინგის მექანიზმი.