საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჰაერო მოძრაობის მართვა

დღეისთვის საქაერონავიგაციას 135 ლიცენზირებული ავიამეთვალყურე ჰყავს, რომლებიც საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში (FIR), ფრენის ყველა ეტაპზე, საჰაერო ხომალდების უსაფრთხო, დროულ და თანმიმდევრულ მართვას ანხორციელებენ. მეთვალყურეების პროფესიონალი გუნდი უმაღლესი ხარისხის სააერნაოსნო მომსახურებას უწევეს საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლებს და საშუალებას აძლევეს მათ, შეინარჩუნონ გაფრენა-მოფრენის დაგეგმილი დრო და ფრენის ყველაზე კარგი პროფილი, მინიმალური შეზღუდვების პირობებში, ფრენების უსაფრთხოების დონის შეუმცირებლად.

საქაერონავიგაცია საჰაერო მოძრაობის მართვას თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტექნოლოგიებით ანხორციელებს. თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრში დამონტაჟებულია ესპანური კომპანია INDRA-ს წარმოების მართვის ახალი სისტემა. მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის სისტემამ ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესი ბევრად ეფექტიანი და კომფორტული გახადა. სისტემას აქვს ორმაგი დაცვა, რომელიც პრობლემის შემთხვევაში წამებში ირთვება და ეს პროცესი ავიამეთვალყურისთვის სრულიად შეუმჩნეველია. INDRA-ს ახალ სისტემას აქვს მესამე, დამატებითი დაცვაც, სისტემისგან დამოუკიდებელი რეზერვი, რომელიც სრულად გამორიცხავს ნებისმიერი მიზეზით სამუშაო პროცესის შეფერხებას.

მართვის ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, არსებული ორსექტორიანი სივრცე სამსექტორიანი სივრცით შეიცვალა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობა.

ტექნოლოგიურმა განვითრებამ საქაერონავიგაციას საშუალება მისცა, საქართველოს საჰაერო სივრცეში დაენერგა თავისუფალი საჰაერო მარშრუტების კონცეფცია, რაც გულისხმობს ფრენებს, შემოსვლის წერტილიდან პირდაპირი ტრაექტორიით გასვლის წერტილზე. თავისუფალი მარშრუტების კონცეფციის პრაქტიკულმა გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაზარდა გამტარუნარიანობის კოეფიციენტი, ხელი შეუწყო შეფერხებული ფრენების მინიმალური რაოდენობის შენარჩუნებას და 10%-ით შეამცირა გარემოს დაბინძურება საავიაციო გამონაბოლქვით.