საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჰაერო მოძრაობის საფრენოსნო-საინფრომაციო (FIS/AFIS)-ის მომსახურება

საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება FIS უზრუნველყოფს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრებში უსაფრთხო და ეფექტური ფრენებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას, როგორიცაა საჰაერო მოძრაობის პოტენციური კონფლიქტი, აეროდრომებზე და ფრენისას წარმოშობილი შესაძლო რისკები და მეტეოროლოგიური მონაცემები.

იმ აეროდრომებზე, სადაც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, აეროდრომის სამეთვალყურეო მომსახურება გაუმართლებელია, სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება (AFIS) უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას საჰაერო ხომალდებისთვის უსაფრთხო და ეფექტური სააეროდრომო მოძრაობის განსახორციელებლად.