14 იანვარი 2014
საქაერონავიგაციის განცხადება რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნაზე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ 10 იანვარს, თბილისს სომხეთისკენ მიმავალმა რუსულმა გამანადგურებელმა და სამხედრო დანიშნულების სატვირთო თვითმფრინავმა გადაუფრინა, სიმართლეს არ შეესაბამება. ავიამეთვალყურეებს, რომლებიც სრულად აკონტროლებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს, რუსული თვითმფრინავები არ დაუფიქსირებიათ. შესაბამისად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.

ასევე, არ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ იგივე შემადგენლობისთვის 20 იანვარს საქართველოს საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ გახსნაა დაგეგმილი. ამ ფრენების ნებართვის მისაღებად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის და საქაერონავიგაციისთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon