საჰაერო მოძრაობის მართვის მსოფლიო კონგრესი

4-6 მარტს, მადრიდში საჰაერო მოძრაობის მართვის მსოფლიო კონგრესი (World ATM Congress 2014) ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, კონფერენცია, ვორქშოპები და სხვა აქტივობები.

გამოფენაში მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მწარმოებელი კომპანიებმა და  საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებმა მიიღეს. მათ წარმოადგინეს თანამედროვე ტექნოლოგიები და პრობლემის გადაჭრის გზები საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებისათვის. სტუმრები გაეცნენ უახლეს ტენდენციებს ამ სფეროში.

მადრიდში, საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესს საქაერონავიგაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon