Global AIM

13-15 მაისს დუბაიში სააერნაოსნო ინფორმაციის მართვის საერთაშორისო კონგრესი (Global  AIM) ჩატარდა. კონგრესს  დუბაის საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერმა (DANS) უმასპინძლა. Global  AIM ყოველწლიურად იმართება სააერნაოსნო ინფორმაციის მენეჯმენტის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFAIMA) ორგანიზებით.  

2014 წლის სააერნაოსნო ინფორმაციის მართვის საერთაშორისო კონგრესის მთავარი განსახილველი საკითხი სააერნაოსნო ინფორმაციის მენეჯმენტის (AIM) იმპლიმენტაცია და პერსონალის გადამზადება გახლდათ. გამომსვლელებს შორის გახლდნენ წარმომადგენლები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ევროკონტროლიდან, CANSO, IATA და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. 

ვინაიდან შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური აქტიურადაა ჩართული ცვლილებების ამ პროცესში, კონგრესს საქაერონავიგაციის დირექტორი ბატონი გოჩა მეზვრიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გიორგი ედიშერაშვილი და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის უფროსი, ბატონი მიხეილ გაფრინდაშვილი დაესწრნენ. 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon