28 ოქტომბერი 2015
შპს „საქაერონავიგაციამ“„ტუვ ზუდის“ ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო

შპს „საქაერონავიგაციასა“ და შპს „ტუვ ზუდს“ შორის 2012 წელს  გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისში შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილი ობიექტების, კერძოდ, სამეთვალყურეო კოშკისა და ოფისის შენობის   მშენებლობის ხარისხის კონტროლი განხორციელდა.

მთელი, სამშენებლო პერიოდის მანძილზე და შემდგომ, გერმანული კომპანია ადგილზე ინსპექიებს ატარებდა და წარადგენდა ანგარიშებს, სადაც მითითებული იყო კრიტიკული ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა შემდგომში შპს „საქაერონავიგაციის“ გუნდის მიერ ხდებოდა.

 2015 წელს, შპს „ტუვ ზუდმა“  საბოლოო ინსპექცია  ჩაატარა და დადებითი ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმად შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილი ობიექტები, კერძოდ, სამეთვალყურეო კოშკი და ოფისის შენობა, სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. რის შემდეგაც, გერმანულმა კომპანიამ  შპს „საქაერონავიაციას“ ხარისხის სერთიფიკატი გადასცა.

გერმანული კომპანია  შპს „ტუვ ზუდი“ მსოფლიო მაშტაბით საინჟინრო, სატესტო და საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს, სისტემების, ინფრასტრუქტურის და  შენობა-ნაგებობების მდგრადობისა და უსაფრთხოებისათვის.

 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon